შვედური აფორისტული საგანძურის რჩეული ნიმუშები, ხატოვანი თქმები და რჩეული აზრები პოეზიასა და პროზაში, ბრძნული გამონათქვამები.


შვედეთი

შვედეთი


ლინეი – შვედეთი

კარლ ფონ ლინეი (1707 – 1778)

დიდი შვედი ბუნებისმეტყველი, მოაზროვნე, მცენარეთა და ცხოველთა ხელოვნური სისტემის შემქმნელი („ბუნების სისტემა“, „მცენარეთა სახეები“, „ბოტანიკის ფილოსოფია“). ცნობილია გონებამახვილობითაც.

* * *

დავდიოდი დედამიწაზე და ვკითხულობდი ქვებზე, მცენარეებზე, ცხოველებზე, როგორც ვკითხულობთ წიგნში.

* * *

მე ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა უკეთესად ჩემი დრო. ვმუშაობდი განუწყვეტლივ, დღე და ღამე… დავწერე მეტი, ვიდრე რომელიმე ცოცხალ თანამედროვეს დაუწერია.

* * *

მე გავლიე ჩემი ცხოვრების ჟამი და მოვიხადე მოვალეობა, რაც ბედმა დამაკისრა.